LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქართულმა ოცნებამ“ თბილისის დელეგატები წარადგინა

291
ქარტული ოცნების დელეგატები

„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თბილისის დელეგატები წარადგინა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, „ქართული ოცნების“ ოცდაათივე დელეგატი „ქართული ოცნების“ პროპორციულ სიაში, ე.წ. გამსვლელ ადგილებზე იქნება წარმოდგენილი.

დელეგატების შემადგენლობა ასე გამოიყურება:

გლდანი – ლადო ბოჟაძე;

ნაძალადევი – ირაკლი ხელაძე;

ისანი – ნიკა ელისაშვილი;

სამგორი – ვარლამ ლიპარტელიანი;

დიდუბე – ჩუღურეთი – გიორგი ვოლსკი;

ვაკე – ზუკა რურუა;

საბურთალო – აკაკი ალადაშვილი;

მთაწმინდა-კრწანისი – დავით კაჭარავა.

„მე მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენი ოცდაათივე დელეგატი წარმოდგენილი იქნება „ქართული ოცნების“ პროპორციულ სიაში ე.წ. გამსვლელ ადგილებზე და თქვენ იცით, რომ ამის შესაძლებლობა აქვს მხოლოდ ჩვენ პარტიას. ვერცერთი სხვა პარტია ვერ გაიყვანს ამ არჩევნებში ოცდაათ დეპუტატს.

შესაბამისად, სწორედ ჩვენი ძალისხმევით, საქართველოს პარლამენტში თავისი წარმომადგენელი ეყოლება ყველა ქალაქს და რეგიონს”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები არის გადამწყვეტი არჩევნები, გადამწყვეტი რეფერენდუმი, სადაც საქმე ეხება ომსა და მშვიდობას და საზოგადოებამ არჩევანი უნდა გააკეთოს სწორედ მშვიდობის სასარგებლოდ. ირაკლი კობახიძის თქმით, „ქართული ოცნების“ ამბიციაა საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება.

„ჩვენ 60% გვაქვს რეიტინგი, ჩვენი ამბიციაა საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება. წაგებაზე იდარდონ იმ პოლიტიკურმა ძალებმა, რომლებმაც 8 არჩევნები წააგეს და მეცხრედაც აუცილებლად დამარცხდებიან“, – განაცხადა კობახიძემ.

magti 5g