LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართულმა სტარტაპებმა „სილიკონ ველიდან“ დაფინანსება მოიზიდეს

64
startup

მოხარულები ვართ, რომ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო 100 000-ლარიანი თანადაფინანსების საგრანტო კონკურსს უკვე მეექვსედ აცხადებს და ინოვაციური და კრეატიული პროექტების წარმდგენ სტარტაპებს გამოავლენს , – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ საგრანტო პროგრამის პრეზენტაციისას განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლება დიდ ყურადღებას აქცევს და მხარს უჭერს სტარტაპებისა და ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებას საქართველოში.

„ეს საგრანტო პროგრამაც ამის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. მნიშვნელოვანია, რომ დღემდე ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ხუთი რაუნდის ფარგლებში, ჯამურად 96 სტარტაპი დაფინანსდა. გვაქვს ძალიან წარმატებული მაგალითები, როდესაც ჩვენმა დაფინანსებულმა სტარტაპებმასილიკონ ველიდანმოიზიდეს დაფინანსება უკვე კერძო ინვესტორების მხრიდან“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა ის მნიშვნელოვანი საგადასახადო ცვლილებები და შეღავათები, რომელიც ცოტა ხნის წინ მთავრობამ აიტი ინდუსტრიისთვის შემოიღო.

„ჩვენ კომპანიებს მივანიჭეთ ე.წ. საერთაშორისო კომპანიის სტატუსი, რაც ნიშნავს, რომ ისინი შეღავათით გადაიხდიან მოგების გადასახადს. ეს ხელს შეუწყობს გლობალურ აიტი კომპანიებს, რომ დააფუძნონ მეტი წარმომადგენლობა საქართველოში და ეს სფერო მეტად განვითარდეს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ცნობისთვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამა მსოფლიო ბანკის ,,ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის პროექტის” (GENIE) მხარდაჭერით ხორციელდება. პროგრამის მიზანია საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტების და მომსახურების შემუშავება, მათი კომერციალიზაცია და ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g