მომღერალი და ტელეწამყვანი გია ბაღაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ ბაკურიანში ქართველ სპორტსმენ ლაშა ტალახაძესთან ერთად ისვენებდა, რომელიც თავმდაბალი, კეთილშობილი და ღვთისნიერი პიროვნებაა.
გია ბაღაშვილი ბედნიერია, რომ ქართველ ბავშვებს, მათ შორის მის შვილებსაც ჩვენი ეპოქის გმირი, მსოფლიო სპორტის ცოცხალი ლეგენდა ჰყავთ თვალწინ. გია ბაღაშვილმა ლაშა ტალახაძეს წარმატებები და გამარჯვება უსურვა.
„აი, რა საოცარ ადამიანთან ერთად ვისვენებდით ბაკურიანში ერთ სასტუმროში. უფრო ზუსტად, ჩვენ ვისვენებდით, ის კი საქართველოს ძალოსანთა ეროვნული ნაკრების სხვა წევრებთან ერთად თავდაუზოგავად შრომობდა, რათა 2024 წლის პარიზის ოლიმპიადაზე გაგვახაროს და მთელს მსოფლიოს, უკვე მერამდენედ, აჩვენოს, რომ ყველა დროის ყველაზე ძლიერი მამაკაცი ქართველია და მას ლაშა ტალახაძე ჰქვია!
ბედნიერებაა, რომ ქართველ ბავშვებს და მათ შორის ჩემს შვილებსაც, თვალწინ ჰყავთ ჩვენი ეპოქის გმირი, მსოფლიო სპორტის ცოცხალი ლეგენდა, რომელიც იმავე კოჰორტაშია, რომელშიც მოიაზრებიან ლეონელ მესი, ლებრონ ჯეიმსი, ნოვაკ ჯოკოვიჩი, უსეინ ბოლტი… თანაც ასეთი თავმდაბალი, კეთილშობილი და ღვთისნიერი პიროვნება! წარმატება და გამარჯვება იყოს მუდამ შენი თანმდევი ჩემო ლაშა, საამაყო კაცო და ღირსეულო ქართველო!“, – წერს გია ბაღაშვილი.