LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველ ჯარისკაცებთან დაკავშირებული გამოძიების დასრულებამდე 6 პირს უფლებამოსილება შეუჩერდა

46

ცენტრალურ აფრიკაში ქართველ ჯარისკაცებთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე დაწყებული გამოძიების დასრულებამდე თავდაცვის სამინისტროში 6 პირს უფლებამოსილება შეუჩერდა, ამის შესახებ თინა ხიდაშელმა უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, ამ ექვს ადამიანს შორის არის გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე რომან ჯოხაძეც.

“გაერო-დან ინფორმაცია გასულ კვირას მივიღე და იმ დღესვე მივეცი ბრძანება სამხედრო პოლიციას გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით. მაშინვე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პირები, რომლებიც 2014 წელს ამ თემებს კურირებდნენ, მათ შორის, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, დროებით ჩამოვაშოროთ თანამდებობიდან”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

მისივე თქმით, თანამდებობიდან ჩამოცილებულია 6 პირი, რათა მათ გამოძიებაზე რაიმე მიზეზით გავლენა ვერ მოეხდინათ.

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის, ზეიდ რაად ალ ჰუსეინის ინფორმაციით, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ქართველმა სამხედროებმა მცირეწლოვანი გოგონების წინააღმდეგ სექსუალური ძალადობა განახორციელეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g