რუსეთთან პირდაპირი ავიარეისების განახლების გამო საქართველოში დაწყებულ პროტესტს, ნიდერლანდელი ევროპარლამენტარი ტეის როიტენი Twitter-ზე ეხმაურება. როგორც როიტენი აღნიშნავს, „ქართველ ხალხს ძალიან კარგად ესმის, რომ მათი მთავრობის პოლიტიკა საბოლოოდ პუტინის რუსეთზე დამოკიდებულებას გამოიწვევს“.
„ქართველ ხალხს ძალიან კარგად ესმის, რომ მათი მთავრობის პოლიტიკა საბოლოოდ გამოიწვევს პუტინის რუსეთზე დამოკიდებულებას და მძიმე ბრძოლით მოპოვებულ თავისუფლებას შეიწირავს“, – დაწერა ევროპარლამენტარმა.
The Georgian people understand very well that their government’s policy will ultimately lead to dependency on Putin’s Russia and sacrifices hard fought freedoms. #NoToRussianFlights
We see your strong will to be part of our community of values. ?? is ?? @Shamemovement https://t.co/ccHAP831rS
— Thijs Reuten ??? (@thijsreuten) May 19, 2023