LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველ მეწარმეებს ჩინეთში პროდუქციის ექსპორტში დაეხმარებიან

109

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, სასტუმრო “მილენიუმ ბილტმორში” საქართველო-ჩინეთის ბიზნესფორუმი მიმდინარეობს.

სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინფორმაციით, ღონისძიება “ერთი სარტყელი ერთი გზა- ქართული ბიზნესსახლის” კომპონენტია. როგორც ფორუმის დაწყებამდე სავაჭრო-სამრეწველო პალატის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების მართვის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ვეკუამ ჟურნალისტებს განუცხადა, დღევანდელი ღონისძიება საქართველო-ჩინეთს შორის ეკონომიკური ვაჭრობის განვითარების მხრივ ერთ-ერთი წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს.

„წარმოდგენილები არიან Duty Free-ს მაღაზიის წარმომადგენლები, რომლებმაც უკვე დიდი ინტერესი გამოთქვეს ქართული პროდუქციის მიმართ. ვფიქრობ, ჩინეთში Duty Free-ს მაღაზიები მომავალში უფრო შეივსება მრავალფეროვანი ქართული პროდუქციით“, – აღნიშნა ვეკუამ.

სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინფორმაციით, ბიზნესფორუმის მხარამჭერები ჩინეთის ქალაქ გუანჯოუს ადგილობრივი მთავრობა და ჩინური კომპანია TIANGBEI არიან. ღონისძიების მთავარი თემა საქართველო-ჩინეთს შორის არსებული სავაჭრო ურთიერთობებია. კერძოდ კი “ერთი სარტყელი ერთი გზა- ქართული ბიზნესსახლის” ინიციატივის ფარგლებში ჩინეთში, Duty Free-ს ქართული მაღაზიების გახსნა. შესაბამისად, ღონისძიებაში ჩინური მხრიდან ძირითადად მონაწილეობენ ის დელეგატები, რომლებიც აღნიშნული მაღაზიების გახსნის პროექტში არიან ჩართულები.

ღონისძიების მიზანი ჩინეთის მიმართულებით, პროდუქციის ექსპორტში ქართველი მეწარმეების ხელშეწყობაა. ამასთან, სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინფორმაციით, ფორუმის ფარგლებში სასტუმრო “ბილტმორში” 13:00 საათზე ქართული პროდუქციის გამოფენა გაიმართება, სადაც ბიზნესსექტორს საშუალება ექნება სრულიად უფასოდ დაიკავოს სტენდები და დელეგატებს საკუთარი წარმოებული პროდუქტი გააცნოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g