LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველ მღვდელმთავრებს კარგად ესმით, რა შეიძლება დაემუქროს საქართველოს ეკლესიას – ილარიონ ალფეევი

ilarion

რუსეთის საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელს ილარიონ ალფეევს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ უკრაინის ავტოკეფალიის მხარდაჭერა, წარმოუდგენლად მიაჩნია.

მისი თქმით, არიან ახალგაზრდა მღვდელმთავრები, რომლებიც ამ საკითხის გასვლას მხარს უჭრენ, თუმცა ალფეევი დარწმუნებულია, რომ ქართველი მღვდელმთავები, ამ საკითხს მხარს არ დაუჭერენ.

„მე ვერ წარმომიდგენია, რომ საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ უკრაინის ე.წ. მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია ცნოს, რომელიც კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს გადაწყვეტილებით შეიქმნა.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების უმრავლესობა ის ადამიანები არიან, რომელთაც ძალიან კარგად ესმით არსებული საეკლესიო რეალობა და კარგად ესმით, რა შეიძლება დაემუქროს საქართველოს ეკლესიას ამ გადაწყვეტილების გამო. იქ ნამდვილად არის რამდენიმე ახალგაზრდა მღვდელმთავარი, ეს ის მღვდელმთავრები არიან, რომლებიც წარმოადგენენ მოქმედი პატრიარქის ცხად თუ ფარულ ოპოზიციას, ისინი გამოდიან მოწოდებით, რომ ცნობილი იქნას უკრაინის ე.წ. ავტოკეფალია. მაგრამ, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ მოხდება,” – განაცხადა ალფეევმა.

ალფეევმა ეს კომენტარი, ნინო ბურჯანაძის განცხადების საპასუხოდ გააკეთა, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველოს ეკლესიის მხრიდან, უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებამ შესაძლოა, რუსეთის მხრიდან აფხაზეთის ავტოკეფალიის აღიარება გამოიწვიოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები