LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველ მილიარდერს გერმანიაში შეძენილი ვერტმფრენის საქართველოში ჩამოყვანასთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდა

170
bidzi

ქართველ მილიარდერს გერმანიაში შეძენილი ვერტმფრენის საქართველოში ჩამოყვანასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა, – მის შესახებ საუბარია განცხადებაში, რომელსაც საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, იურიდიული ფირმა „ემ ქეი დის“ უფროსი პარტნიორი, ვიქტორ ყიფიანი ავრცელებს.

ყიფიანის ინფორმაციით, მიმდინარე წლის მარტიდან მოყოლებული აპრილის შუა რიცხვებამდე, ბიძინა ივანიშვილს გარკვეული შეფერხებები შეექმნა ლონდონიდან და ნიუ-იორკიდან ხელოვნების ნიმუშების დროულ და შეუფერხებელ გადაადგილებაშიც.

„წარმოქმნილი შეფერხებები – რომლებიც შედარებით იოლად გადაილახა ნიუ-იორკში, ხოლო უფრო რთულად ლონდონში – საბოლოოდ გადაიჭრა სამართლებრივი და სხვა არხებით. ასევე, დროში უცნაურად ემთხვევა ბატონი ივანიშვილის მიერ გერმანიაში ძველის ჩაბარების სანაცვლოდ, შეძენილი ახალი ვერტმფრენის საქართველოში ჩამოყვანასთან დაკავშირებულ გართულებას. მაშინ, როდესაც ის მარტის დასაწყისში უნდა ყოფილიყო თბილისში, რეალურად მისი ჩამოყვანა შუა აპრილში მოხდა, თუმცა ეს ხელოვნურად შექმნილი პრობლემა ბატონი ივანიშვილის მიერ იურიდიული გზებით მოგვარდა“, – წერია ვიქტორ ყიფიანის განცხადებაში.

განცხადების სხვა დეტალები იხილეთ ბმულზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები