ქართველ მსახიობ ირაკლი კვირიკაძეს ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალიზე, ამომავალი ვარსკვლავის ჯილდო გადასცეს.
ახალგაზრდა მსახიობმა ჯილდო, რეზო გიგინეიშვილის ფილმ “მძევლებში” გეგა კობახიძის როლის შესრულებისთვის გადაეცა.
ირაკლი მსახიობ კახა ქორიძის შვილიშვილი და ნინო ქორიძის ვაჟია.
დაჯილდოვების ვიდეოს სწორედ მისი დედა აქვეყნებს და მადლობას უხდის ყველას, ვისაც მისი შვილის წარმატება გაეხარდა.
“მე ამ სიხარულს ზუსტად ვერ გადმოგცემთ.. ბედნიერი ვარ! მადლობა ირაკლის !!მადლობა ყველას ვისაც გაგეხარდათ!! გილოცავთ თქვენც! გადავიწვი”, – წერს ის.