LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქართველები, სამწუხაროდ, მიჩვეული ვართ საღამოს ჭარბ კვებას, დაღლილობის მიზეზიც ხშირად არის გვიან დიდი რაოდენობით ულუფების მიღება“ – ​ნევროლოგი მარინა ჯანელიძე

320
maxresdefault (1)

ნევროლოგმა მარინა ჯანელიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში არასწორი კვების შედეგებზე ისაუბრა. მისი თქმით, ქრონიკული დაღლილობის სინდრომი შეიძლება კავშირში იყოს არაბალანსირებულ კვებასთან და სითხის არასწორ მიღებასთან.

,,მე მაინც ვთვლი, რომ ჩვენ არასწორი კვების რეჟიმი გვაქვს. განვითარებულ ქვეყნებში დილის და შუადღის კვებაა წამყვანი. ქართველები, სამწუხაროდ, მიჩვეული ვართ საღამოს ჭარბ კვებას. დაღლილობის მიზეზი ხშირად არის გვიან დიდი რაოდენობით ულუფების მიღება. მათი დამუშავება დიდ ენერგიას მოითხოვს. დილას დაღლილი გაღვიძება ხშირად არის ამ წანაცვლების შედეგი.

საქართველოში პრაქტიკულად დილას ნოყიერად არავინ საუზმობს. ეს იწყება დღის მეორე ნახევრიდან. თუ ამას ჩავანაცვლებთ, დარწმუნებული ვარ, რომ კვებით გამოწვეული დაღლილობა ნამდვილად შეიცვლება. დიდი ულუფა კიდევ უფრო დაღლილობას იწვევს, ვიდრე მცირე ულუფა“, – განაცხადა მარინა ჯანელიძემ გადაცემაში „პირადი ექიმი – მარი მალაზონია“.

 

mazda magti 5g