LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველები, შესაძლოა, ლეგალურად ირლანდიასა და ფინეთშიც დასაქმდნენ 

159
finland

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, მიმდინარეობს მუშაობა ირლანდიასთან და ფინეთთან, რომ ქართველების ლეგალურად დასაქმება გახდეს შესაძლებელი. ამის შესახებ თამილა ბარკალაიამ პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

„ამ ეტაპზე ვმუშაობთ ირლანდიასთან, რომელმაც გამოხატა ინტერესი და ფინეთთან, რომ ხელშეკრულებები გავაფორმოთ და ლეგალური დასაქმების შესაძლებლობა გავაჩინოთ მოქალაქეებისთვის, და მათ შევთავაზოთ არალეგალური დასაქმების ალტერნატივა. ასეთი ტიპის ხელშეკრულება არის ევროკავშირის ქვეყნებს შორის. ასევე, მიგრაციის და გაეროს ორგანიზაციები აღიარებენ, რომ ასეთი ტიპის მექანიზმი არის სწორი გამოსავალი მოქალაქეების უფლებების დაცვისთვის მიმღებ ქვეყანაში“, – განაცხადა ბარკალაიამ.

შეგახსენებთ, რომ ლეგალური დასაქმების შესაძლებლობა უკვე არსებობს გერმანიასა და ისრაელში. ასევე, გაფორმებულია ხელშეკრულება ბულგარეთთანაც.

წყარო: BM.GE

გერმანიაში სეზონურად დასაქმების პროგრამაში სამუშაო ნებართვა 1,500 პირზე გაიცა – რამდენი ქართველი დასაქმდა ისრაელში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები