„ხალხნო შევწუხდი! (თორემ არც კი დავწერდი)“ – Geo Team – ის ცნობით ამის შესახებ სოციალურ ქსელში სტატუსს გიორგი მიქაუტაძის დედა, ნათია მიქაუტაძე ავრცელებს.
Geo Team სოციალურ ქელში ქართველი ბომბარდირის დედასთან ერთად გადაღებულ ფოტოს ავრცელებს და თან ურთავს ნათია მიქაუტაძის „ფეისბუქში“ დაწერილი სტატუსის „სქრინს“:
„ხალხნო შევწუხდი! (თორემ არც კი დავწერდი) ქართველები ვართ, ქართველები! გიორგი მიქაუტაძის მშობლები ქართველები არიან, მაშასადამე გიორგი ქართველია, გასაგებია? თუ მაინც და მაინც არ იშლით, დაბადების მოწმობას გავაზიარებ. ვინც გვიცნობს არ გაგიკვირდეთ, ეს მათთვის, ვინც ტვინი წაიღეს (სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით) გიორგის წარმოშობასა და მის წვერზე, ძალიან დიდი მადლობა, რომ ზრუნავთ მის გარეგნობაზე, მაგრამ არ არის საჭირო! უღრმესი მადლობა კიდევ ერთხელ გიორგის გულშემატკივარს თქვენი თბილი და გულწრფელი სიტყვები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის და მისთვის“ – წერს გიორგი მიქაუტაძის დედა ნათია მიქაუტაძე სოციალურ ქსელში.
🗣️ “მადლობა, რომ ზრუნავთ გიოს გარეგნობაზე, მაგრამ არ არის საჭირო… ქართველები ვართ, ქართველები! გიოს მშობლები ქართველები…
Posted by Geo Team on კვირა, 04 აგვისტო, 2024