LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველები ყავის სმაზე საშუალოდ 11 წუთს ვხარჯავთ

big_coffee2

„აიფიემ კვლევების“ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად გამოირკვა, რომ მსოფლიოში ერთერთი ყველაზე პოპულარული სასმელი – ყავა, საქართველოშიც საკმაოდ საყვარელი სასმელია.

კვლევამ გამოავლინა, რომ გამოკითხულთა 81% კვირაში ერთხელ მაინც სვამს ამ სასმელს.

ყავას უფრო ხშირად ქალები სვამენ – საშუალოდ, კვირაში 8-ჯერ; თუმცა, მათ საგრძნობლად არც კაცები ჩამოუვარდებიან – ისინი კვირაში 6-ჯერ მიირთმევენ ყავას.

კაცები ყველაზე მეტად ახალგაზრდა ასაკში (18-24 წ.) სვამენ ყავას, ასაკთან ერთად კი მას უფრო ნაკლებად მოიხმარენ. ქალები ყველაზე აქტიურად ყავას 35-44 წლის ასაკში სვამენ.

გავრცელებული მოსაზრება, რომ ყავის სმის პროცესს ადამიანები დიდ დროს უთმობენ, კვლევის შედეგებმა არ დაადასტურა. როგორც აღმოჩნდა, ადამიანი ერთ ჯერზე, საშუალოდ, 11 წუთს ანდომებს ყავის დალევას. წლის განმავლობაში კი ყავის სმაზე დახარჯული დრო 3 დღეს აღწევს.

თუ მიღებულ მონაცემებს 2006 წელს ჩატარებული მსგავსი კვლევის შედეგებს შევადარებთ, აღმოჩნდება, რომ ყავის სმაში დახარჯული დრო უმნიშვნელოდ არის გაზრდილი ყველა ასაკობრივ ჯგუფში.

საბოლოო ჯამში, ისეთი ხანმოკლე აქტივობაც კი, როგორიც ყავის სმაა, მთელი სიცოცხლის განმავლობაში ადამიანის ცხოვრების საკმაოდ მნიშვნელოვან დროს იკავებს. კერძოდ, 65 წლის ადამიანს, დაახლოებით 155 დღე ყავის სმაში აქვს გატარებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g