LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველების მორიგი წარმატება: თორნიკე გოგრიჭიანი, თინა დალაქიშვილი, ირაკლი კვირიკაძე და ანდრო ჯაფარიძე, კრის ჰემსვორთთან ერთად Netflix-ის ფილმ Extraction 2-ში მიიღებენ მონაწილეობას – ნახეთ ფილმის თრეილერი

1356
მუმლაძე და დათო სააკაშვილი

2023 წლის ზაფხულში მაყურებელი ეკრანზე ნეტფლიქსის ახალ მძაფრსიუჟეტიან ფილმს „Extraction 2“/ „დახსნა 2-ს“ იხილავს, სადაც მთავარ როლს ავსტრალიელი მსახიობი, კრის ჰემსვორთი, ასრულებს.

ფილმში ჰოლივუდის ვარსკვლავებთან ერთად ერთ-ერთ მთავარ როლს ქართველი მსახიობი თორნიკე გოგრიჭიანი თამაშობს.

ეკრანზე ასევე ვიხილავთ: დათო ბახტაძეს, თინა დალაქიშვილს, ირაკლი კვირიკაძეს, ანდრო ჯაფარიძეს, თორნიკე ბზიავას, მარიამ და მართა კოვზიაშვილებს და 20-მდე ქართველი მსახიობს.

ფილმის თრეილერი Netflix-ის ოფიციალურ გვერდზე უკვე დაიდო.