LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველებმა ცაში ივახშმეს – კოჯორში ინოვაციური რესტორანი გაიხსნა (ფოტო-ვიდეო)

8208
სურათი_fortuna

საქართველოში ფუნქციონირება ქართული ბაზრისთვის სრულიად ახალი კონცეფციის რესტორანმა დაიწყო. კვების ობიექტი კოჯორში, „ბიოლის“ ცენტრშია განთავსებული და ის ოფიციალურად გუშინ გაიხსნა.

რესტორნის სახელწოდება Dinner in the Sky-ია და ის ამავე სახელწოდების კონცეფციის მიხედვით აშენდა. აღსანიშნავია, რომ Dinner in the Sky-ის კონცეფციის რესტორნები მსოფლიოს 70 ქვეყანაში ფუნქციონირებს, პირველი კი 2006 წელს ბელგიაში გაიხსნა.

რაც შეეხება უშუალოდ კოჯორში აშენებულ Dinner in the Sky-ის რესტორანს, ის სტუმრებს შესაძლებლობას აძლევს 50 მეტრის სიმაღლეზე, სპეციალურ ამწეზე დაკიდებულ მაგიდასთან ივახშმონ. როგორც Dinner in the Sky Georgia-ს ვებგვერდზე წერია, ფრენა სრულიად უსაფრთხოა.

აღსანიშნავია, რომ რესტორანს ერთდროულად 22 ადამიანის მომსახურება შეუძლია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g