ესტონეთის პრემიერ მინისტრი კაია კალასი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში აფასებს.
“საქართველოს პარლამენტმა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო, რომ გაიწვიოს კანონპროექტი და გაჰყვეს ხალხის ნება.
ქართველებმა ხმამაღლა და მკაფიოდ გააკეთეს არჩევანი – ეს არის გზა ევროკავშირისკენ. ჩვენს ქართველ მეგობრებს — ესტონეთი თქვენს გვერდით დგას ამ გზაზე”, – წერს ესტონეთის პრემიერი “ტვიტერზე”.