LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველებო, რუსეთი ახლა ისეა დასუსტებული, როგორც არასოდეს, გამოიყენეთ ეს უპირატესობა: ვოლოდიმირ ვიატროვიჩი

162
ვოლოდიმირ ვიატროვიჩი

ჩემო მეგობარო ქართველებო, რუსეთი ახლა ისეა დასუსტებული როგორც არასოდეს, გამოიყენეთ ეს, როგორც აზერბაიჯანელებმა, როგორც მოლდაველებმა, ერთდროულად გამოიყენეთ ეს უპირატესობა და ჩვენ დავამარცხებთ რუსეთს, – ამის შესახებ რადას დეპუტატმა, ვოლოდიმირ ვიატროვიჩმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, უნდა შეიქმნას ანტიპუტინური კოალიცია. „სანამ რუსეთის ფედერაცია იარსებებს ამ ფორმით, რომელსაც პუტინი ხელმძღვანელობს, ის ყოველთვის საფრთხე იქნება. უნდა შეიქმნას ანტიპუტინური კოალიცია. უნდა მივიღოთ ზომები იმისთვის, რომ რუსეთში მოხდეს დეპუტინიზაცია“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ვიატროვიჩმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g