LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველებს მათხოვრობის უცნაური სინდრომი დაემართათ – რობიკო სტურუა

165
რობიკო სტურუა

რეჟისორი რობერტ სტურუა „რუსთავი 2“- სტუმრობდა და პოლიტიკური თემების შესახებ ტელეჟურნალისტ თამარ ურუშაძის კითხვებს პასუხობდა.

რობერტ სტურუამ საუბრისას აღნიშნა, რომ ქართველ ერს მათხოვრობის უცნაური სინდრომი დაემართა.

ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არ უწყენდა მაყურებელი ასეთ შეფასებას, ცნობილმა რეჟისორმა განმარტა:

„ყველაზე ცუდი, რაც ქართველებს დაემართათ ეს მათხოვრობის სინდრომია… ალბათ ეწყინებათ, მაგრამ ავხსნი, რას ვგულისხმობ.

ერთხელ მოვდიოდი და 12 წლის ბიჭმა მთოვა ფული. მივეცი მას ფული და ვუთხარი, ბიჭო, არ გრცხვენია, რომ მათხოვრობ-მეთქი? მან ჩაიდო ფული ჯიბეში და მიყვირა, ვინაა შენი მათხოვარიო.

როდესაც შენ თხოვ ვიღაცას ფულს და ის გაძლევს, შენ კი გრძნობ, რომ ეს შეურაცხყოფაა და არა მადლი, ეს არის მათხოვრობის უცნაურ ფსიქოლოგია. 

ივანიშვილმა საქართველოში ამდენი კარგი საქმე გააკეთა, სხვა რომ არაფერზე ვილაპარაკოთ, ბიჭები გადარჩნენ ღვიძლის დაავადებას. ყველაფერი იმ კაცმა იყიდა… რა ვქნათ, უცნაურ ქვეყანაში ვცხოვრობთ. მადლიერების გრძნობას ვერ ვხედავ“, – განმარტა რობიკო სტურუამ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g