ქართულ ბაზარზე არც ისე დიდი ხანია ქართული ბრენდი, ”Caterina Galdi” გამოჩნდა. ეკატერინე გალდავაძე გახლავთ დიზაინერი, რომელიც აქსესუარებსა და მანტოებს ქალბატონებისთვის ქმნის.
როგორც ”ფორტუნა პლუსთან” საუბრისას დიზაინერმა განაცხადა, ის ცდილობს, ქალბატონების განწყობის ამაღლებას და მათ კიდევ უფრო გალამაზებას.
მისივე თქმით, ამ ჟამად დიზაინერი მანტოების ახალ მოდელებზე მუშაობს, რომელიც ისევე, როგორც სხვა დანარჩენი მოდელები, ფერადი და ხალისიანი იქნება, მათი შეძენა მსურველებს 200 ლარიდან შეეძლება.
დიზაინერმა გაგვიმხილა ისიც, რომ მალე მომხმარებელს ის ტანისამოსსაც შესთავაზებს.
”ყოველი მოდელი მხოლოდ ერთია, მზადდება ხელით და უნიკალურია. გამომდინარე იქედან, რომ ხელით შექმნილი მოდელები გაცილებით ძვირი ღირს, ვიდრე ქარხნული წესით დამზადებული, ამიტომ დიდხანს ვფიქრობდით, თუ რამდენ ლარად შევთავაზებდით მსურველს, საბოლოოდ გადავწყვიტეთ, რომ ისინი ყველა ადამიანისთვის ხელმისაწვდომი უნდა ყოფილიყო, ამიტომ დავადეთ მისაღები ფასები”, – აღნიშნა დიზაინერმა.
დიზაინერის თქმით, ის ასევე მუშაობს აქსესუარებზე, რითაც თავდაპირველად დაიწყო ბრენდმა არსებობა, სამაჯურების ფასი 20 ლარიდან იწყება, დიდი არჩევანია ყელსაბამებზეც.
მაღაზიას ამჟამად ფილიალი არ აქვს, ამიტომ ამ ყველაფრის შეძენა ბარნოვის N45 შეგიძლიათ, მაღაზია ”Co-mode“-ში.