LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველი დიზაინერი სოფო იოსებიძე საგაზაფხულო კოლექციისთვის ემზადება

955

ქართველი დიზაინერი სოფო იოსებიძე ახალ, საგაზაფხულო, კოლექციისთვის ემზადება.

როგორც ”ფორტუნა პლუსთან” საუბრისას დიზაინერმა აღნიშნა, ახალ კოლექციაზე მუშაობა დასასრულს უახლოვდება და თებერვლის დასაწყისში მომხმარებლებს შესთავაზებენ.

იოსებიძის თქმით, საგაზაფხულო კოლექციაში შევა ყველაფერი ის, რაც გაზაფხულის მოსვლას უფრო სასიამოვნოს გახდის.

”ჩვენს ახალ, საგაზაფხულო, კოლექციაში შევა ჟილეტები, სხვადასხვა დიზაინის მოსაცმელები, ამას გარდა, ქალბატონებს სხვადასხვა სამოსს შევთავაზებთ”, – აღნიშნა მენეჯერმა.

მისივე თქმით, ზამთრის კოლექციის ყველა მოდელი გაყიულია, ამიტომ თავიანთ ერთგულ მომხმარებლებს ურჩევენ რამდენიმე დღეც დაიცადონ და შემდეგ შეიძინონ მათთან ახალი კოლექცია.

Wardrobe Fashion Designer Sopo Iosebidze ფალიაშვილის N68 ნომერში მდებარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები