LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველი ემიგრანტები საქართველოდან ჩურჩხელის, ტყემლის და სხვა საყვარელი პროდუქტების გამოწერას შეძლებენ

1191
churchxela

„საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ“ საქართველოს ფოსტასთან ერთად, ერთობლივი პროექტი შეიმუშავა, რომელიც ემიგრანტებზეა მორგებული. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, სექტემბრიდან ჩურჩხელის, ტყემლის, აჯიკის, სუნელების და სხვა პროდუქციის საზღვარგარეთ გაგზავნა შესაძლებელი ფოსტის მეშვეობით იქნება – ამის შესახებ “საქართველოს ფერმერთა ასოციაციის” თავმჯდომარემ ნინო ზამბახიძემ TV პირველის ეთერში, გადაცემაში “საქმიანი დილა“ ისაუბრა.

როგორც მან განმარტა, ემიგრანტებს ქართული პროდუქცია ენატრებათ და მას ძირითადად ახლობლების დახმარებით იღებდნენ, დღეს კი პანდემიიდან გამომდინარე მოგზაურთა რიცხვი ძალიან მცირეა. სწორედ ამიტომ, ახალი პროექტის წყალობით, ემიგრანტებს შესაძლებლობა ექნებათ, ქართული პროდუქცია პლატფორმიდან soplidan.ge შეუკვეთონ, ხოლო საქართველოს ფოსტა მათ ადგილზე ჩაუტანს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g