LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველი ექიმების მხარდაჭერა უკრაინელ ხალხს: “ისე როგორც არავინ, სამედიცინო პერსონალმა ვიცით ადამიანის სიცოცხლის ფასი”

203
BeFunky-collage (3)

ჰოსპიტალური სამედიცინო ქსელი “ჯეო ჰოსპიტალსი” უკრაინელი ხალხის სოლიდარობისა და მხარდაჭერის ნიშნად, ქვეყანაში ჰუმანიტარულ ტვირთს აგზავნის, საქართველოში დარჩენილი უკრაინის მოქალაქეები კი უფასო სამედიცინო მომსახურებას მიიღებენ.

,,ჯეო ჰოსპიტალს“-ი სოლიდარობას უცხადებს უკრაინელ ხალხს.

სამედიცინო პერსონალმა, ისე როგორც არავინ, ვიცით ადამიანის სიცოცხლის ფასი.

გვსურს, გამოვხატოთ თანადგომა უკრაინელი ხალხისადმი და ჩვენი მოკრძალებული წვლილი შევიტანოთ მათ მხარდასაჭერად.

იმ უკრაინელი მეგობრებისათვის, რომლებსაც საომარი მდგომარეობის გამო მოუწიათ საქართველოში დარჩენა, ჯეო ჰოსპიტალსის ქსელის მასშტაბით ხელმისაწვდომია უფასო გადაუდებელი სამედიცინო დახმარება და ექიმების კონსულტაცია.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად, უკრაინის მოქალაქეებისათვის ცხელი ხაზი 24 საათიან რეჟიმში ამოქმედდა (დაგვიკავშირდით ნომერზე 0322505222).

ამავდროულად, ჯეო ჰოსპიტალსი უკრაინაში აგზავნის ჰუმანიტარულ ტვირთს პირველადი სამედიცინო დახმარების საგნებისა და საჭირო მედიკამენტების სახით.

 

ჩვენ თქვენს გვერდით ვართ! ✊

უკრაინელ კოლეგებთან და ხალხთან ტვირთის დროულად მიწოდებაში კამპანია #აწარმოეუკრაინისთვის დაგვეხმარა “, – ნათქვამია განცხადებაში.

 

magti 5g