LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ქართველი ერის ჰიტლერები! “- გოგი წულაია ჯანდაცვის სამინისტროს მოქალაქეთა გენოციდში ადანაშაულებს

140
maxresdefault

“გაიხედავ, შენდება საავადმყოფო, იხსნება აფთიაქი, ჯანდაცვის სამინისტრო ბიზნესად გადააქციეს” – ამის შესახებ პარტია „თავისუფალი საქართველოს“  თავმჯდომარის მოადგილემ განაცხადა. გოგი წულაიას თქმით, ჯანდაცვის ბიუჯეტის ზრდასთან ერთად ადამიანების სიკვდილიანობა ყოველწლიურად იზრდება, ხოლო მიზეზებზე არავინ საუბრობს.

პარტია „თავისუფალი საქართველო“  მოუწოდებს პრემიერს შექმნას კომისია და შეისწავლონ სისტემაში არსებული ვითარება.

„კატასტროფაა, როდესაც ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსების ზრდის პარალელურად იზრდება სიკვდილიანობა. გადააქციეთ ჯანდაცვის სამინისტრო უდიდეს ბიზნესად. თქვენ ხართ ქართველი ერის გენოციდის ჩამტარებელი, თქვენ ხართ ქართველი ერის ჰიტლერები! მოგიწოდებთ, დროზე შექმნათ კომისია, რომელიც შეისწავლის ამ მწვავე ვითარებას და სიკვდილიანობის ზრდას მაინც შეაჩერებს,“- აცხადებს წულაია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g