პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი (125 კგ) ფინალში იასპარეზებს – ფინალური ბლოკი, რომელშიც დღეს გენო პეტრიაშვილი ოლიმპიური ოქროსთვის იჭიდავებს, 21:00 საათიდან დაიწყება.
გუშინ ქართველმა ფალავანმა ფინალის საგზურისთვის აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე გიორგი მეშვილდიშვილი 7:0 დაამარცხა და ოქროს მედლისთვის თავის პრინციპულ მეტოქეს, ირანელ ამირ ზარეს დაუპირისპირდება.
შეგახსენებთ, რომ ქართველი ფალავანი რიოს ოლიმპიადის – ბრინჯაოსა და ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორია.