ქართველი ფსიქოლოგები პეტიციას ავრცელებენ. განცხადებას, ამ დროისთვის, 150-ზე მეტი ფსიქოლოგი აწერს ხელს, პეტიცია განახლებადია:
„მოვითხოვთ:
• პოლიტიკური ნიშნით დაკავებული უდანაშაულო მოქალაქეების დაუყონებლივ გათავისუფლებას და მათზე დაუსაბუთებელი დევნის შეწყვეტას;
• საქართველოს მოქალაქეებზე წამების, ჩაგვრისა და ნებისმიერი ფორმის ძალადობის შეწყვეტას;
• ახალი, ჭეშმარიტად თავისუფალი, საყოველთაო, დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას.
•პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან ადამიანების გათავისუფლების შეწყვეტას“,- წერენ ფსიქოლოგები