LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველი გოგონა ბანკირების მსოფლიო ოცეულში მოხვდა

3208
119199466-3957467114279661-6735726056396000131-o

ქართველი გოგონა ახალი ბანკირების მსოფლიო ოცეულშია. ინფორმაციას ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, ანა ალექსანდრია GAU-ს ბიზნესის სკოლის QUANT პროგრამის კურსდამთავრებულია. რაც შეეხება მსოფლიო ოცეულში მოხვედრას, ქართველი გოგონა ახალი ბანკირების სიაში, ლონდონის ბიზნესის სკოლის მაგისტრატურის უმაღლესი შეფასებებით დასრულების შემდეგ აღმოჩნდა.

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ინფორმაციითვე, ამჟამად ანა ალექსანდიას ფოტო ნიუ-იორკში, ბროდვეიზე, „მორგან სტენლის“ სათავო ოფისის ფასადზე შეგიძლიათ იხილოთ.

ცნობისთვის, „მორგან სტენლი“ ძალიან ცნობილი, ამერიკული საინვესტიციო ბანკია, რომელიც მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში წარმატებით ოპერირებს და დასაქმებული ჰყავს ათი ათასობით ადამიანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები