LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქართველი გოგონა, რომელიც პოლონეთის ერთ-ერთ კლინიკაში მშობიარობის შემდგომი გართულებებით იწვა და უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფებოდა, დღეს სრულიად გამოჯანმრთელებული ბინაზე ეწერება!“

2318
megisajaianwwq

საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის წევრი, მეგი საჯაია სოციალურ ქსელში სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს. ის ჰყვება, როგორ შეძლეს დახმარებოდნენ მძიმე მდგომარეობაში მყოფ ორსულს, რომელიც პოლონეთში იმყოფებოდა.

გთავაზობთ მის სტატუსს:

„ძალიან მაგარი ამბით დაწყო 6 სექტემბერის დილა და მინდა, ჩემი სიხარული ყველას გაგიზიაროთ ?

ქართველი გოგონა, რომელიც პოლონეთის ერთ-ერთ კლინიკაში მშობიარობის შემდგომი გართულებებით იწვა და უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფებოდა, დღეს სრულიად გამოჯანმრთელებული ბინაზე ეწერება! ?

ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ნინო მაღრაძემ მომნიშნა MED ROOM / მედ რუმ-ზე, სადაც სასოწარკვეთილმა ემიგრანტმა დაპოსტა, რომ უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფებოდა პოლონეთში, მშობიარობის შემდგომი გართულებებით და კლინიკას პერსონალი ყურადღებას არ აქცევდა, აგდებულად ექცეოდნენ.

როდესაც საქმე საქართველოს ტერიტორიაზე პაციენტის დახმარებას ეხება, ყველაფერს ვაკეთებ ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში, მაგრამ რა უნდა მომეხერხებინა პოლონეთში?

უკეთილშობილესი თაკო დოლაბერიძის დამხმარებით, დავუკავშირდი პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საქმეთა დროებით რწმუნებულს ნინო ბააკაშვილს, რომელიც თავის მხრივ კლინიკას დაუკავშირდა და საკუთარ თავზე აიღო პაციენტის პატრონაჟი.

საქმეში ქალბატონი ნინოს ჩარევის შემდეგ, დამოკიდებულება ქართველი გოგონას მიმართ, რადიკალურად შეიცვალა!

ყველაფერი გაკეთდა პაციენტის გამოსაჯანმრთელებლად!

????

ბედნიერი დედიკო, რომელიც სულ ერთი კვირის წინ სიკვდილს ებრძოდა, მალე ჩაეხუტება თავის პატარებს ❤️

უდიდესი მადლობა თითოეულ ადამიანს, ვინც ამ ამბის კეთილად დასრულების საქმეში თითო აგური დადო ?

ერთმანეთის სიყვარული, თანადგომა და გულისხმიერება გადარჩენს ჩვენს პატარა, მრავალ ჭირ-ვარამ გამოვლილ ქვეყანას ?

ჩვენი ორგანიზაცია – საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაცია, უდიდეს მადლობას უხდის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ნინო ბააკაშვილის, მსგავსი გულისხმიერი და საოცარი ადამიანური თვისებებით შემკული კადრის მივლინებისთვის პოლონეთის რესპუბლიკაში!“

პოსტის ავტორი, მეგი საჯაია 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები