LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველი გოგონა უტრეხტის უნივერსიტეტში სრული დაფინანსებით ჩაირიცხა: „ვიცი, რომ იქ მიღებული თანამედროვე ევროპული ცოდნით გამოადგები შენს ქვეყანას… ჩემი სიამაყე ხარ“

144
ნანა გიორგაძე

ქართველი სტუდენტი ნანა გიორგაძე წარმატებით ჩაირიცხა ნიდერლანდების სამეფოს უტრეხტის უნივერსიტეტში (Utrecht University), რომელიც ევროპაში უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას იკავებს – შედის ევროპის ტოპ 10/15 და მსოფლიოს ტოპ 40/50 უნივერსიტეტში. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ოჯახი ავრცელებს სოციალურ ქსელში.

კერძოდ, მამა, ალექსანდრე გიორგაძე აღნიშნავს, რომ ნანა უტრეხტის უნივერსიტეტში სრული დაფინანსებით ჩაირიცხა.

„ნანუკა ნიდერლანდებში ისწავლის. ✅

უნივერსიტეტში ჩაირიცხა და მიიღო ბაკალავრის სრული დაფინანსება😍💪

აირჩია უტრეხტის უნივერსიტეტი, რომელიც ევროპის საუკეთესო 10/15 უნივერსიტეტში შედის. ხოლო მსოფლიოში საუკეთესო 40/50 -ში.

სასწავლო ვიზა უკვე აიღო.

ვიცი, რომ იქ მიღებული თანამედროვე ევროპული ცოდნით გამოადგები შენს ქვეყანას, ოჯახს და დარწმუნებული ვარ, ეს შენი დიდი წარმატების მხოლოდ დასაწყისია

ჩემი სიამაყე ხარ, მიყვარხარ“, – წერს ნანა გიორგაძის მამა.

ნანუკა ნიდერლანდებში ისწავლის. ✅ უნივერსიტეტში ჩაირიცხა და მიიღო ბაკალავრის სრული დაფინანსება😍💪 აირჩია უტრეხტის…

Posted by Alexander Giorgidze on ხუთშაბათი, 29 მაისი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g