LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველი ჰალკი, ლევან საგინაშვილი ქორწინდება

48962
ქართველი ჰალკი

ქართველებს ჩვენი ჰალკი გვყავს – დიდი, კეთილი და მხიარული მკლავჭიდელი, ლევან საგინაშვილი. ცოტა ხნის წინ მან მნიშვნელოვანი არჩევანი გააკეთა – დაინიშნა. როგორ განვითარდა ლევან საგინაშვილის კარიერა, ვინ არის მისი რჩეული და როდის გეგმავს ქორწილს, ამაზე სპორტსმენმა „კვირის პალიტრასთან“ ისაუბრა.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

 ჰალკი ვინ დაგარქვათ?

 ვარჯიში რომ დავიწყე, მალევე შემარქვეს, იმიტომ, რომ ძალიან სწრაფად მეზრდებოდა ხელები, კუნთები… ზუსტად ვინ დამიძახა პირველად, არ მახსოვს, მაგრამ სავარჯიშო დარბაზში რომ იყო ეს, 2010 წელს, კარგად მახსოვს.

ბავშვობაში რა ინტერესები გქონდათ?­

სპორტი ბავშვობიდან მიყვარდა, თითქმის ყველა სახეობა მაინტერესებდა, განსაკუთრებით ფეხბურთი და ავტოსპორტი. ერთხანს ფეხბურთსაც ვთამაშობდი, მაგრამ ბოლოს მკლავჭიდში აღმოვჩნდი. კორპუსში, სადაც ვცხოვრობდი, ფიტნესდარბაზი გაიხსნა. იქ გავიცანი მკლავჭიდელი და მკლავჭიდის მწვრთნელი ლადო ხუციშვილი. დამინახა თუ არა, მაშინვე მითხრა, თუ სპორტის ამ სახეობაში დაიწყებ ვარჯიშს, 5 წელიწადში მსოფლიო ჩემპიონი გახდებიო. ლადოს დახმარებით გადავდგი პირველი ნაბიჯები – მიმიყვანა ნაკრების დარბაზში, დამაწყებინა ვარჯიში, რომ იტყვიან, გზაზე დამაყენა. ეს 2009 წელს მოხდა და 5 წელიწადში მართლაც გავხდი მსოფლიო ჩემპიონი.

ბეჭდისთვის თითი 28 ზომა მაქვსო,­ თქვით, დაოჯახებას გეგმავთ?

კი, ახლახან დავინიშნე. ჩემი რჩეული ლელა ჯამასპიშვილია. ჰოდა, ჩემი ნიშნობის ბეჭდის გამო ცუდ დღეში აღმოჩნდნენ ლელას მშობლები. რაც ოქრო აქვთ ოჯახში, სულ უნდა გადაადნონ, რომ ჩემთვის ბეჭედი დაამზადებინონ. ლელა 32 წლისაა, რუსთაველია. ერთმანეთს უნივერსიტეტიდან ვიცნობდით.

იხილეთ სრულად

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g