LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველი ინგლისურის მასწავლებლის კიდევ ერთი რეპი მოსწავლეებთან ერთად (ვიდეო)

26

ინგლისურის მასწავლებელი დარეჯან გურასაშვილი, რომელიც თავისი სწავლების მეთოდით, ინტერნეტსივრცის გმირი გახდა, კიდევ ერთ ვიდეოს აქვეყნებს.

მასწავლებელი ისევ მოსწავლეებთან ერთად რეპავს, ამჯერად თავისივე სიმღერაზე.

“მეგობრებო! არ მინდა თავი შეგაწყინოთ ჩემი ვიდეოებით, მაგრამ დღეს ექსპრომტად დავწერე ეს პატარა ლექსი ზედსართავი სახელების ხარისხებზე, ახლა ვისწავლეთ მეც და ჩემმა მოსწავლეებმაც, კარგად ვიხალისეთ …და მინდა გაგიზიაროთ”, – წერს ის.

ქალბატონი დარეჯანი წლების წინ მომღერალი იყო.

ნახეთ პირველი ვიდეო, რომლითაც დარეჯან გურასაშვილი ინტერნეტგმირი გახდა.