კოალიცია ცვლილებისთვის, ერთ-ერთმა ლიდერის ელენე ხოშტარიას განცხადებით, „ქართველი ხალხი არის ევროპელი და ევროპის კარი ღიაა, ამისთვის კი საჭიროა ცვლილების გაკეთება, ხმების დაცვა და ევროპა გახდება ჩვენი ნაწილი“.
მისივე თქმით, „ცვლილება გვინდა არა ჩანაცვლებისთვის, არამედ ცვლილებისთვის, ევროპული მომავლისთვის, სწორედ ეს უნდა გავაკეთოთ 26-ში“.
„თბილისი არის ევროპის დედაქალაქი, ეს არის სიტყვები, რომელიც ჩვენ ბერლინიდან გვესმის, ჩვენი ბრძოლით თვეების კვირების განმავლობაში იამაყეს ქართველი ხალხით. ქართველი ხალხი არია ევროპელი და კარი არის ღია, ცვლილების გაკეთება, ხმების დაცვა და ევროპა გახდება ჩვენი ნაწილი. ცვლილება გვინდა არა ჩანაცვლებისთვის, არამედ ცვლილებისთვის, ევროპული მომავლისთვის, სწორედ ეს უნდა გავაკეთოთ 26-ში. ჩვენ ვნახეთ თბილისი, ბათუმი, ქუთაისი მათ არჩევანი გააკეთეს ევროპაზე, ახლა სწორედ ეს არჩევანი უნდა გავაფორმოთ, ქართულ პასპორტთან ერთად გექნებათ ევროკავშირის პასპორტი. ამაყი ვარ, რომ ჩვენ შეგვიძლია შევასრულოთ ისტორიული მისია და ევროპაში დავბრუნდეთ”, – განაცხადა ხოშტარიამ.