საბავშვო ევროვიზია 2018-ის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენელი, თამარ ედილაშვილი სიმღერით „შენი ხმა“ წარსდგა.
სიმღერის ავტორი სოფო ტოროშელიძეა ტექსტი კი ალექსანდრე ლორთქიფანიძეს ეკუთვნის. სიმღერა კონკურსის შედეგად, 22 კომპოზიციას შორის შეირჩა.
2018 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსს ბელარუსი მასპინძლობს. კონკურსში 20 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს. საბავშვო ევროვიზიაზე ონლაინ ხმის მიცემა 23 ნოემბერს, 23:00 საათზე დაიწყო. ხმის მიცემის პროცედურა დღეს, შოუს დაწყების წინ შეწყდა და სცენაზე ყველა კონკურსანტის გამოსვლის შემდეგ, 15 წუთით განახლდება.
კონკურსის გამარჯვებულის გამოსავლენად ონლაინ ხმის მიცემა შესაძლებელია vote.junioreurovision.tv-ის მეშვეობით.
გამარჯვებული კონკურსანტი საერთაშორისო ჟიურის შეფასებისა და ონლაინ ხმის მიცემის შედეგების მიხედვით გამოვლინდება. თითოეული კონკურსანტის ქულების 50 პროცენტს მაყურებლის ხმები, ხოლო მეორე 50 პროცენტს ჟიურის შეფასება განსაზღვრავს.