თბილისის ოლიმპიურ სასახლეში საბავშვო ევროვიზიის ფინალურ შოუზე ქართველი კონკურსანტი მეცხრე ნომრად გამოვიდა.
გრიგოლ ყიფშიძე კონკურსზე სიმღერით „გულის ხმა“ წარდგა.
კომპოზიციის ავტორია გიგა კუხიანიძე, ხოლო ტექსტის ავტორი – თემო საჯაია.
საბავშვო ევროვიზიის ფინალური შოუ 2016 წლის გამარჯვებულის, მარიამ მამადაშვილის სიმღერით „მზეო“ გაიხსნა.