LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველი მასწავლებლის რჩევები მშობლებს – 13 რეკომენდაცია ბავშვებისთვის წიგნების შესაყვარებლად

173
giorgi-liparishvili

მასწავლებელი და ბლოგერი გიორგი ლიპარიშვილი მშობლებისთვის ავრცელებს 13 რეკომენდაციას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა შევაყვაროთ ბავშვებს კითხვა.

„13 გზა – როგორ შევაყვაროთ კითხვა ბავშვს?

  1. ვიკითხოთ წიგნები, ჩვენ თვითონ ვიქცეთ მკითხველებად;
  2. ვუკითხოთ წიგნები, ამით მკითხველადაც შეიძლება ვაქციოთ და კარგ მსენელადაც;
  3. ვთხოვოთ თვითონაც წაგვიკითხოს, თავის ხმასაც მოუსმენს და სუნთქვასაც გაიუმჯობესებს;
  4. ერთად წავიდეთ წიგნის მაღაზიაში, ან ბიბლიოთეკაში ან წიგნის ფესტივალზე წიგნების შესარჩევად;
  5. ხელ და თვალმისაწვდომ ადგილზე გამოვფინოთ სახლში წიგნები;
  6. ცოტა შევიმციროთ ჩვენ თვითონ და შევუმციროთ ბავშვებსაც ელექტრონულ მოწყობილობებთან ურთიერთობა, რომ ფიქრისა და საკუთარი დროის მართვისთვის მოვიცალოთ;
  7. ველაპარაკოთ „წიგნებსა და ადამიანებზე“, მწერლებსა და პერსონაჟებზე;
  8. მოვიგონოთ თამაშები – მაგ. ილუსტრატორობანა, ვითომ წიგნის მხატვრები ვართ და სხვა. სიტყვასა და ფორმას ერთმანეთთან დავაკავშირებთ, წარმოსახვასა და ხელს ერთად ავათამაშებთ;
  9. დაძალება შეთავაზებით შევცვალოთ; მოდი, კითხვის საათი მოვაწყოთ, მოდი რამე წავიკითხოთ…
  10. ცნობისმოყვარეობა გავუღვიძოთ (მაგ. მოდი 60 დათვლა წავიკითხავ და თუ გინდა მერე დამაპაუზე ან გამაჩერე);
  11. მოვუწყოთ საკითხავი „კუნძული“ მაგიდის ქვეშ ან სადმე გამორჩეულ, განსხვავებულ ადგილას
  12. ერთად გავაკეთოთ მინიატურული წიგნები და წიგნთან დაკავშირებული სხვა პატარა და დიდი ნივთები, ავყვეთ სხვა აქტივობებში, რომ მერე წიგნისთვისაც შემოიცალოს;
  1. ყველა ბავშვი ინდივიდუალური, განსხვავებული და განსაკუთრებულია, ეს „რეცეპტები“, რჩევები შეიძლება სხვადასხვანაირად სხვადასხვა დროს ამუშავდეს, ამიტომ, თქვენი გზებით სვლაც ცადეთ, მთავარია, პატივისა და გულისცემით“.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g