LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველი მეწარმეები ჩინეთის ბაზარზე შეღავათებით ისარგებლებენ

image-1

საპარტნიორო ფონდისშუამდგომლობით, ქართველი მეწარმეები ჩინეთის ბაზარზე შეღავათებით ისარგებლებენ, – ამის შესახებ „საპარტნიორო ფონდის“ საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორმა, ნინო ჩოლოყაშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის „ჩაოხუს იმპორტისა და ექსპორტის ინდუსტრიული პარკის“ საგამოფენო სივრცის გახსნის ცერემონიის შემდეგ განაცხადა.

ღონისძიების ფარგლებში, საგამოფენო სივრცეში სხვა ქვეყნებთან ერთად, საქართველოს პავილიონი მოეწყო, სადაც სტუმრებს შესაძლებლობა ქონდათ საქართველოს საექსპორტო და ტურისტული პოტენციალს გაცნობოდნენ.

„ჩაოხუს იმპორტისა და ექსპორტის ინდუსტრიული პარკის“ მიზანია ჩინეთში იმპორტირებული პროდუქციის პლატფორმის-თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნა, რომელიც იმპორტიორებს სპეციალური ტარიფებით და ლიბერალური საგადასახადო რეჟიმებით სარგებლობის შესაძლებლობას მისცემს. საპარტნიორო ფონდისშუამდგომლობით, ქართულ კომპანიებს სამი წლის განმავლობაში შესაძლებლობა ექნებათ უფასოდ გამოიყენონ პროდუქციის საგამოფენო სივრცეები, ასევე, ქართველი მეწარმეები დამატებით, სასაწყობე, ლოგისტიკური, მარკეტინგული და სარეალიზაციო სერვისების შეღავათიანი პირობებით ისარგებლებენ“, – განაცხადა ჩოლოყაშვილმა.

ქართველი მეწარმეებისთვის ჩინეთის ბაზარზე შეღავათიანი პირობებით სარგებლობის თაობაზე გადაწყვეტილება „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის დავით საგანელიძის ჩინეთში ოფიციალური ვიზიტის დროს „ჩაოხუს იმპორტისა და ექსპორტის ინდუსტრიული პარკში“ გამართულ შეხვედრზე იქნა მიღებული.

შეგახსენებთ, საპარტნიორო ფონდსა და „ჩაოხუს იმპორტისა და ექსპორტის ინდუსტრიულ პარკს“ შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი 2018 წლის ნოემბერში მოეწერა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g