LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველი მოჭადრაკეების ჩაცმულობა კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს

140

ქართველი ქალი მოჭადრაკეები მსოფლიო საჭადრაკო ოოლიმპიადაზე გაემგზავრნენ, მათი ჩაცმულობა კი, რომლითაც მედიის წინაშე გამგზავრებამდე წარდგნენ, სალაპარაკო თემად იქცა, ისევე, როგორც ოლიმპიელების სამოსი.

ფოტოს ინტერნეტსივრცეში გავრცელების შემდეგ სოცქსელში ასეთ შეფასებებს ამოიკითხავთ:

„საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადაზე გამგზავრების წინ. შემდეგი ოლიმპიადებისთვის ნამდვილად ხიჯაბი, ჩადრი, ფარანჯა, ნიქაბი და ხიმარი დაგვჭირდება“.

„თითო ფიალა და ხმალი არ გაატანეს?“

„მაგარი აპასნი „ატელიე“!!! ეს უკვე საშიში ხდება!!!“

„ფლავი უნდა მოხარშონ ოლიმპიადაზე?“

„ამათ რაღად უნდოდათ ფორმა? ისე, ცალ ხელში „ვეფხისტყაოსანი“ უნდა დააჭერინო და ეგრევე გაათხოვო… :))))“

„ჩაცმულობაზე იზრუნა ფარდის სახლმა“

„სპორტის ყველა სახეობამ – ქართული ფეხბურთის ცოდვა თავის თავზე აიღო…“

„მართლაც, სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს! ჩვენი საამაყო მოჭადრაკე ქალები ასეთ სამოსს არ იმსახურებენ!“

„შუას თურქმენეთის დროშა აცვია“

13900490_10209064300937776_1378417236_n

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g