ქართველი მოფარიკავე სანდრო ბაზაძე ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია. ფინალურ დაპირისპირებაში მან იტალიელ ლუკა კურატოლის 15:11 სძლია, – ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ სანდრო ბაზაძემ კონტინენტის ჩემპიონის ტიტული კარიერაში პირველად მოიპოვა.
 
				 
															
 
															 
 
 
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
 