LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველი მოფარიკავე სანდრო ბაზაძე ევროპის ჩემპიონია

90
ბაზაძე

ქართველი მოფარიკავე სანდრო ბაზაძე ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია. ფინალურ დაპირისპირებაში მან იტალიელ ლუკა კურატოლის 15:11 სძლია, – ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ სანდრო ბაზაძემ კონტინენტის ჩემპიონის ტიტული კარიერაში პირველად მოიპოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები