LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველი მორაგბეების სანახავად პრინცი მიდის

50

დღეს საღამოს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩს ითამაშებს ნამიბიასთან, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს ბორჯღალოსნებისთვის. მატჩი ექსეტერში გაიმართება “სენდი პარკზე”.
ცნობილი გახდა, რომ შეხვედრაზე დასწრებას თვით ბრიტანეთის პრინცი ჰარი გეგმავს.
მანამდე კი ახალგაზრდა მონარქი ექსეტერის სარაგბო სკოლებს მოინახულებს.

ცნობილია, რომ ჰარი ინგლისის ნაკრების ქომაგია, თუმცა მასპინძლები ჯგუფში ჩარჩნენ და შესაბამისად ჩემპიონობისთვის ბრძოლას უკვე გამოეთიშნენ.
იმედია პრინცი ქართველებს უქომაგებს.

შეგახსენებთ, მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

ამასობაში საქართველოს ნაკრების მხარდაჭერა ქართველმა ალპინისტებმა გადაწყვიტეს და ეს ერთობ ორიგინალურად გააკეთეს: მათ ბიჭები მყინვარწვერიდან გაამხნევეს.

mkinvar1

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები