LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველი მოსწავლეები, რომლებიც ათასობით დოლარის დაფინანსებას მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში იღებენ

16930
georgian-students

ვინ არიან ქართველი მოსწავლეები, რომლებიც დასავლურ წამყვან უნივერსიტეტებში სწავლის მთლიან ან ნაწილობრივ დაფინანსებას იღებენ?

ცნობილია, რომ საქართველოდან, სხვადახვა სასწავლებლის კურსდამთავრებულები მნიშვნელოვან ფინანსურ გრანტებს იღებენ ამა თუ იმ პრესტიჟულ უნივერსიტეტში მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

ახლახნა საერთაშორისო აკადემია „ლოგოსს“ საკუთარი კურსდამთავრებულებით სიამაყის განსაკუთრებული საბაბი მიეცა.

სხვადასხვა წამყვან დასავლურ სასწავლებლებში ოთხი მათგანი, ირაკლი მაისურაძე, მარიამ ბუხრაშვილი, ანა ჩხეტიანი და ჯაბა გოგატიშვილი რამდენიმე უნივერსიტეტში ჩაირიცხნენ და თავად შეარჩევენ, სად გაემგზავრებიან.

ყველაზე დიდი, სრული დაფინანსება ირაკლი მაისურაძემ მოიპოვა, რომელსაც 112 000 დოლარის გრანტი აქვს მოპოვებული Hult-ის  საერთაშორისო ბიზნესკოლაში, ხოლო beloit College-ის არჩევის შემთხვევაში, მას სასწავლებლისგან 204 000 დოლარის დაფინანსება ექნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g