ჰიპ ჰოპ არტისტი დავით პაქსაშვილი, იგივე Ras Green მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში იმყოფება. ის მესამე სართულიდან გადავარდა, რის შედეგადაც აღენიშნება მრავლობითი დაზიანებები.
მის დასახმარებლად ფეისბუქზე ჯგუფი შეიქნა.
“გამარჯობათ მეგობრებო, ცუდი ამბავი გვაქვს…
უმაგრესი პირვონება და უნიჭიერესი რეპერი Ras Green დღეს დილით გადმოვარდა მესამე სართულიდან. ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფება Jerars Clinic-ში. აქვს მრავალი მოტეხილობა და ესაჭიროება სამი ოპერაცია… ვისაც შეგიძლიათ დახმარება Nick Green-ის (ნიკოლოზ ვერძეული) ანგარიშზე ჩარიცხეთ თანხა. ყოველი თეთრი მნიშვნელოვანია!!!
თიბისი / TBC : GE22TB7967045063600036 მიმღები: ნიკოლოზ ვერძეული. (Nick Green)
საქართველო: GE51BG0000000320203100 მიმღები: გურამ წერეთელი
წინასწარ დიდი მადლობა და გთხოვთ მეგობრები დაამატოთ ჯგუფში. ერთად ვიბრძოლოთ ამ კაცის გადასარჩენად”,- წერს ალექსანდრე დგებუაძე.
დავით პაქსაშვილმა მუსიკალური მოღვაწეობა 2010-იან წლებში დაიწყო. ის ხანგრძლივი დროის განმავლობაში სხვადასხვა შემოქმედებით გაერთიანებასთან თანამშრომლობდა. “მწვანე ოჯახის” წევრმა არტისტმა სადებიუტო ალბომი “56 პრობლემა” 2013 წელს გამოსცა.