იტალიაში ვირუსულად გავრცელდა ქართველი პილოტის ისტორია, რომელმაც თვითმფრინავის კაბინიდან ხვიჩა კვარაცხელიას მაისური და საქართველოს დროშა გადაფინა.
ის ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ პილოტია. როგორც მან აღნიშნა, საქართველოს დროშის გვერდით კვარას მაისური განათავსა, ვინაიდან ძალიან ამაყობს საქართველოთი და ხვიჩა კვარაცხელიათი.
პილოტთან ინტერვიუ „პალიტრაინუსმა“ ჩაწერა, შემდეგ კი ის ავიაკომპანია – ჯორჯიან ეარვეისმა გაავრცელა.
„კვარა ჩვენი ვარსკვლავბიჭუნაა, თვითმფრინავს კი აქვს საქართველოს ულამაზესი დროშა, მაგრამ ვიფიქრე, რომ კაბინიდანაც გადმომეფინა დროშა და კვარას მაისური. ყველა ფოტოებს იღებდა. ყველას გვეამაყება ჩვენი ფეხბურთელი ბიჭი“, – ამბობს ქართველი პილოტი.