LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველი პოეტის მიერ სვანეთში დაწერილი ლექსი, რომელიც სოცქსელებში პოპულარულია (ვიდეო)

sasha

დინა მირცხულავა სოციალურ ქსელში ავრცელებს ვიდეოს, სადაც პოეტი საშა გველესიანი სვანეთში ყოფნისას დაწერილ ლექსს კითხულობს. ვიდეო პოპულარულია სოციალურ ქსელში. როგორც პოსტის ავტორი წერს, ეს ლექსი საშა გველესიანმა სვანეთს მიუძღვნა…

გთავაზობთ ლექსს:

„თოვს.

ვგავართ წყალში ჩაყინულ

თევზებს,

დაუმადლებლად თოვდა მაშინაც,

თებერვლის თოვლმა გადაშლილ

მთებზე

ნაძვები ისევ გამოაჩინა.

 

დღეს ვიცი ისევ დამემართები,

ფიფქებმაც ლამის ისევ

დამრეტონ,

თებერვალი და მე ვართ

მართლები,

რომ ვერ გიხსენებ უსიგარეტოდ.

 

უმისამართო, უბარათო ვარ,

მთები თვალწასულს ჰგვანან

ნაქარგებს,

არათუ გზები, ისე ათოვა,

ფიფქებმა თავის თავიც დაჰკარგეს.

 

ჭაღარა მიგავს ნაზამთრალ

ყავარს,

ზვავებმა ყველა ბილიკი დახშეს,

ეს კოშკი და მეც,

რატომღაც ვგავართ

ობლად დარჩენილ, დათოვილ

მახვშებს.

 

შენი ნაქსოვი მაცვია წინდა,

ისე თოვს — აღარ გადაიკარებს

და ჰაერს, ბავშვის სულივით

წმინდას,

ჩუმად ვაყოლებ ერთ ღერ

სიგარეტს“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g