უკრაინაში, ე.წ. ლუჰანსკის სახალხო მილიციის პრესსამსახური ავრცელებს პროპაგანდისტულ ვიდეომასალას, სადაც ოკუპირებულ ლისიჩანსკში, მათი მტკიცებით, „უკრაინელი ნაცისტების საწვრთნელი ბაზა“ იპოვეს.
ხოშტარია: „ქართული ოცნება“ მტრებს ჩვენი გმირების შესახებ ინფორმაციას გადასცემს – ეს არის ღალატი
ვიდეოკადრებში უკრაინაში მებრძოლი ქართველი სამხედროს მიხეილ ქამხაძის პირადი საქმე ჩანს, რომელსაც თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ნიშნები აქვს.
საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის განცხადებით, ბაზაზე უკრაინელ სამხედროებს უცხოელი დაქირავებულები ამზადებდნენ, ამის დასტურად კი მას მიხეილ ქამხაძის პირადი საქმე მოჰყავს, რომელიც მისი განცხადებით, ადგილზე დახვდათ.
ვიდეოკადრებში ჩანს, მიხეილ ქამხაძის პირადი ინფორმაცია, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში გავლილი სწავლებების დამადასტურებელი სერტიფიკატებისა და სხვა დოკუმენტების ასლები.
„ფორტუნა“ თავდაცვის სამინისტროში დამატებითი დეტალების გარკვევას ცდილობს. ინფორმაცია მიღებისთანავე განახლდება.