გაზეთ „შანსის“ რედაქტორი, ბონდო ქურდაძე სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. როგროც ის წერს, ქართველი სასულიერო პირის, მამა არჩილის შვილი აშშ-ში გარდაიცვალა. როგორც ინფორმაციის ავტორი წერს, გოგონა ოჯახის წევრების მოსანახულებლად იმყოფებოდა საზღვარგარეთ და მოულოდნელად გარდაიცვალა, მიზეზი უცნობია.
გთავაზობთ ბონდო ქურდაძის სტატუსს:
„…შოკში ვართ მთელი ოჯახი, შოკშია პარიზის წმინდა ნინოს ქართული ეკლესიის მრევლი და ქართული სათვისტომო… ჩვენი მოძღვრის, მამა არჩილის ქალიშვილი, უსათნოესი ბარბარე, მოულოდნდელად დაიღუპა…
მამაო არჩილ, გამძლეობა მოქცეს ღმერთმა ამ დიდ განსაცდელში, სასუფეველი დაუმკვიდროს უფალმა თქვენს ასულს, ჩვენს პატარა დაიკოს, ბარბარე დავრიშაშვილს, ამინ!..