ქართველი სუმოისტი გაგამარუ (თეიმურაზ ჯუღელი) საქართველოს მხარდამჭერ სოციალურ კამპანიას უერთდება და იაპონელებს საქართველოში ზაფხულის გატარებისკენ მოუწოდებს.
“მოგესალმებით იაპონელო გულშემატკივრებო მე ვარ ქართველი გაგამარუ გთხოვთ რომ იმოგზაუროთ ჩემ სამშობლოში და ნახოთ თუ როგორი ლამაზი ქვეყანაა მთითა და ბარით კულინარით მდიდარი ქვეყანაა აი ასეთი შინარსი აქვს მადლობთ”- წერს გაგამარუ სოციალურ ქსელში და პოსტს საქართველოს სხვადასხვა ქალაქის ფოტოებს ურთავს თან.
https://www.facebook.com/gaga.jugheli/posts/1050730838456294
21 ივნისს, რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც მიმდინარე წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს რუსეთის მოქალაქეების საქართველოს ტერიტორიაზე გადაყვანას დროებით უკრძალავს. აიკრძალა კომერციული გადაზიდვებიც. თუმცა უცნობია რა პერიოდს მოიცავს ეს დროებითი ზომა.
ასევე, პუტინმა ხელისუფლებას დაავალა მიიღონ ზომები საქართველოში დროებით მყოფილი რუსეთის მოქალაქეების და მათი ბარგის რუსეთის ფედერაციაში დაბრუნებისთვის.
პუტინის ამ გადაწყვეტილების შემდეგ მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაიწყო კამპანია, რომლის ფარგლებშიც ცნობილი ადამიანები თუ სახელმწიფო მოღვაწეები სხვა ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში დასვენებისკენ მოუწოდებენ, რათა ქვეყანამ თავიდან აირიდოს რუსი ტურისტებით გამოწვეული დანაკლისი.
Facebook-ზე კამპანია „გაატარე ზაფხული საქართველოში“ მიმდინარეობს
ჯგუფი 22 ივნისს შეიქმნა და ამ 2 დღეში მასში უკვე 103 ათასზე მეტი ადამიანია გაწევრიანებული
სოციალურ ქსელში 22 ივნისს შეიქმნა სპეციალური ჯგუფი, სახელწოდებით „გაატარე შენი ზაფხული საქართველოში“ ანუ Spend Your Summer in Georgia ა და აქ როგორც ადგილობრივები, ისე უცხოელები აქტიურობენ.