ქართველი ფეხბურთელით ევროპული გრანდი დაინტერესდა. პოპულარული პორტუგალიური გამოცემა Abola წერს, რომ საქართველოს ნაკრების მეკარით გიორგი მაკარიძით ლისაბონის “ბენფიკაა” დაინტერესებული. კარგა ხანია უკვე მსგავსი მასშტაბის ტრანსფერი ქართულ ფეხბურთში არ მომხდარა.
“მაკარიძემ კარგი შთაბეჭდილება დატოვა პორტუგალიაში. მან შთამბეჭდავი სეზონი ჩაატარა “მორეირენშეში” და წესით, დიდი ნახტომი უნდა გააკეთოს“, – წერს Abola.
“ბენფიკას” პირველი მეკარე ედერსონ მორეირა “მანჩესტერ სიტიში” გადავიდა. გუნდშია ცნობილი მეკარე ჟულიო სეზარი – ბრაზილიის ნაკრებისა და “ინტერის” ყოფილი გოლკიპერი, თუმცა ის უკვე 37 წლისაა. ჟულიო სეზარმა შარშან 8 მატჩი ჩაატარა ჩემპიონატში.
შეგახსენებთ, “ბენფიკა” ქვეყნის ჩემპიონი გახდა და შესაბამისად ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს.
ბუნებრივია კარგი სეზონი ქონდა მაკარიძეს. მისმა გუნდმა თასი მოიგო, ნახევარფინალში კი “მორეირენშემ” სწორედ “ბენფიკას” მოუგო და მაშინ ჩვენებური მატჩის ერთ-ერთი გამორჩეული იყო.
საქართველოს ნაკრების კარი ბოლო სამ შეხვდრაში სწორედ გიორგი მაკარიძემ დაიცვა.