თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარს პერიოდულად მოქალაქეები სხვადასხვა სახის დახმარებას უწევენ. თუმცა, განსაკუთრებით დასამახსოვრებელი ისტორია რამდენიმე დღის წინ მოხდა.
“ბევრი ადამიანი მოდის თავშესაფარში . ზოგს ერთი ნაჭერი პური მოაქვს ძაღლებისთვის, ზოგს უფრო მეტი . დღეს გაოცებულები დავრჩით . დედასთან ერთად მოვიდა სანდრო ივანაშვილი . სანდროს გუშინ დაბადების დღე ქონდა . ფულს აგროვებდა თავისთვის საჩუქარი უნდა ეყიდა . იყიდა კიდეც . თავისი საჩუქრისთვის შეგროვილი ფულით 3 დიდი ტომარა მშრალი კვება აჩუქა თავშესაფარს. ხომ მართლაც ძალიან კეთილი ბავშვია სანდრო. ღმერთმა დალოცვილი და ჯანმრთელი ამყოფოს. დიდი მადლობა მის გამზრდელს.”
https://www.facebook.com/TamazElizbarashviliDogShelter/photos/a.10152969249596659/10156794758911659/?type=3&theater