ქართველმა მებრძოლმა მოსკოვში რუსი მეტოქე დაამარცხა.
ქართველი შერეული საბრძოლო ხელოვნების მებრძოლი ლიანა ჯოჯუა, FIGHT NIGHT GLOBAL-ის მსოფლიოს ჩემპიონის ქამრის მფლობელია.
რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში გამართულ 5 რაუნდიან სატიტულო ორთაბრძოლაში ჯოჯუამ, მარინა მოხნატკინა მსაჯთა კოლეგიის ერთხმოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.
აღსანიშნავია რომ ეს MMA-ში მოხტანკინას პირველი მარცხია.
ლიანა ჯოჯუა გახდა პირველი ქართველი ქალი მებრძოლი ვინც ამ კატეგორიაში მსოფლიო ჩემპიონის ქამარს დაეუფლა.
https://www.youtube.com/watch?v=xUdzcczK-iU