LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქართველმა ხალხმა ეს ქვეყანა ჩემთვის განსაკუთრებული გახადა“ – ბრიტანელმა ველოსიპედისტმა საქართველოში მოგზაურობა დაასრულა

141
163620631-3778047335578554-5465592336454748221-o

ბრიტანელმა ველოსიპედისტმა ლუკ გრენფელ შოუმ საქართველოში მოგზაურობა დაასრულა. ლუკ შოუმ გაერთიანებული სამეფოს ქალაქ ბრისტოლიდან აიღო სტარტი და  ევროპის 15 ქვეყანა ველოსიპედით მოიარა. საქართველოს გავლით ბრიტანელი ველომოყვარული ჩინეთში, პეკინში ჩასვლას გეგმავს.

2 წლის წინ, 24 წლის ასაკში, ლუკს კიბოს მე-4 სტადიის  დიაგნოზი დაუსვეს, მკურნალობის კურსის გავლის შემდეგ ლუკ შოუმ სიმსივნით დაავადებულთა დასახმარებლად 300 000 გირვანქა სტერლინგის შეგროვება გადაწყვიტა და ამ მიზნით ველომარათონი “ბრისტოლიდან პეკინამდე“ წამოიწყო, ლუკ შოუ 30 ქვეყანაში მოგზაურობას და 30 000 კილომეტრის გავლას გეგმავს.

საქართველოში ლუკ შოუ სარფიდან შემოვიდა და ბათუმი, ფოთი, ქუთაისი, გორი და მცხეთა მოიარა. ლუკ შოუს საქველმოქმედო ველომარათონს აქტიურად აშუქებს BBC. ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაცია მოგზაურის შესახებ ფილმს ამზადებს და ველომოყვარულის გადაადგილების შესახებ BBC-ის მაყურებელს ინფორმაციას პერიოდულად აწვდის.

ძველ თბილისში ბრიტანელ ველოსიპედისტს და BBC-ის ჟურნალისტს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ უმასპინძლა. ლუკ შოუმ საქართველოში უკვე მოინახულა სხვადასხვა ტურისტული ადგილები. საქართველოდან გამგზავრებამდე ბრიტანელი ველოსიპედისტი ქართველ ველომოყვარულებს შეხვდა და მათთან ერთად ველომსვლელობაში მიიღო მონაწილეობა.

„მე ბრისტოლიდან პეკინამდე ველოსიპედით ვმოგზაურობ. ეს ექსპედიცია 30 ათასს კილომეტრს მოიცავს და  გზის მონაკვეთებზე ჩემთან ერთად სხვადასხვა ადამიანი მოგზაურობს. ამ ყველაფრის მიზეზი კი შემდეგია: 2018 წელს კიბოს დიაგნოზი დამისვეს, ეს იყო ძალიან სერიოზული, იშვიათი და აგრესიული დაავადების სახეობა.  ვფიქრობდი, ბევრს ვეღარ ვიცოცხლებდი. იმ დღეს როდესაც ეს დიაგნოზი დამისვეს თავში ერთი აზრი მქონდა, თუ შანსი მომეცემოდა მსოფლიოს გარშემო ველოსიპედით უნდა მემოგზაურა. მინდა შევხვდე სხვადასხვა ადამიანებს, ვნახო სხვადახვა ადგილი, გავეცნო განსხვავებულ კულტურას. მე ძალიან მოხარული ვარ საქართველოში ჩამოსვლით და  იმ ადამიანებთან შეხვედრით, რომლებიც  სხვადასხვა კუთხეში გავიცანი. ბათუმში, თბილისში, ქუთაისში, გელათში მოგზაურობით საოცარი გამოცდილება მივიღე. საქართველოში სტუმარმასპინძლობის დონემ  ნამდვილად გამაოცა. თქვენს ქვეყანაში სტუმრობა მართლაც შესანიშნავია. მთელი ამ მოგზაურობის მანძილზე ქართულმა სტუმარმასპინძლობამ და ხალხმა ეს ქვეყანა  ჩემთვის  განსაკუთრებული გახადა,“- ამბობს ლუკ შოუ.

➡ლუკ შოუს მარშრუტი: https://www.bristol2beijing.org/

magti 5g